ჯანდაცვის მინისტრის მადგილე აცხადებს, რომ მაისის შუა რიცხვებში, კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.
თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აღნიშნა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის და ის დაგროვილი შემთხვევებია:
“წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს არის ზრდის ტენდენცია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი.” – თქვა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 171 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი.