LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი: „ქართული სუფრის გაშლის წესი შესაცვლელია; განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში. ძალიან არაჰიგიენურია ყველა კერძი ერთად, სამ სართულად რომ აწყვია…“

92
merabmetreveli3045

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს, რომ ქართულ სუფრაზე კერძების გამოტანის ტრადიცია, მისი აზრით, შესაცვლელია, რადგან ეს არაჰიგიენურია.

„არ მცემოთ და ვფიქრობ, რომ ქართული სუფრის გაშლის წესი შესაცვლელია; განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში. ძალიან არაჰიგიენურია ყველა კერძი ერთად, სამ სართულად რომ აწყვია. სართულებში კი არაა პრობლემა, უბრალოდ, ერთად რომ გამოაქვთ ყველა კერძი (ცხელების გარდა), შედეგად, ისინი დიდხანს აწყვია სუფრაზე და შესაბამისად, ამდენი ხალხი რომ ერთმანეთს ელაპარაკება, ამ კერძებს ზედ აყრის ნერწყვის ნაწილაკებს, რაც, პანდემიას რომ თავი დავანებოთ, ისედაც არასასიამოვნოა…

რადგან ქართულ სუფრაზე ბევრ ლაპარაკსა და სადღეგრძელოებს ვერ ავკრძალავთ, იქნებ, როდესმე ევროპულ წესზე გადავიდეთ, ანუ კერძების რიგრიგობით შემოტანაზე, რომ რაც შეიძლება ცოტა ხანს დარჩეს კერძი მაგიდაზე?

ანუ მაგიდაზე მუდმივად იდგეს მარტო ღვინო. დანარჩენი შემოვიდა-გავიდა. ?

პლებისციტი ხომ არ ჩავატაროთ ამ საკითხზე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები