LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რამდენიმე ქვეყანა კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

90
Untitled design

მართალია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა პანდემიის სხვადასხვა ტალღას ებრძვის და ვირუსი სწრაფად ვრცელდება, თუმცა ასეთივე სისწრაფით მიმდინარეობს მსოფლიოს ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური კამპანია და დღეს, იმუნიზაციის პროცესში უკვე გამოყენებულია კოვიდვაქცინის ერთ მილიარდზე მეტი დოზა. 

ვაქცინაციის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს დამაიმდებელს უწოდებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და პარალელურად, კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას იწყებენ.

Euronews-ის ინფორმაციით:

პორტუგალიაში შაბათს ძალაში შევიდა შეზღუდვების გამარტივების პროცესის საბოლოო ეტაპი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, რესტორნებსა და კაფეებში 22:30-საატამდე დარჩნენ, დახურულ სივრცეში, დასაშვებია 6 ადამიანი ერთად, ტერასებზე კი 10 ადამიანი.

ბიზნესსექტორის უმეტესობას საშუალება აქვს, სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე, შაბათ-კვირას კი 19:00 საათამდე პერიოდში მოემსახუროს მომხმარებელს.

სამთვიანი შეზღუდვების შემდეგ, პორტუგალიასა და ესპანეთს შორის სახმელეთო საზღვარიც გაიხსნა.

დღეიდან საფრანგეთში უქმდება ქვეყნის შიდა მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვა, საშუალო სკოლის მოსწავლეები კი საკლასო ოთახებს უბრუნდებიან.

19 მაისამდე კვლავ დაკეტილი იქნება საფრანგეთის კაფეებისა და რესტორნების ღია ტერასები, მუზეუმები, კინოთეატრები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები. ქვეყანაში კვლავ მოქმედებს ღამის “კომენდანტის საათიც”.

კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს უნგრეთიც – “იმუნიტეტის ბარათების” მქონე ადამიანებს დახურულ სასადილო ოთახებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, სავარჯიშო დარბაზებსა და ბიბლიოთეკებში შესვლის ნებას დართავენ.

იტალიაში გაიხსნა მუზეუმები და კინოთეატრები, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

4-თვიანი “ღამის კომენდანტი” გაუქმდა ნიდერლანდებში. ბარებსა და კაფეებს კი გარე ტერასების გახსნის საშულება მიეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები