ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 45 344 მოქალაქე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სრულად აცრილია 6 064 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით აცრილია 39 280 მოქალაქე.
ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში ჩართულია როგორც “ასტრაზენეკას”, ასევე “ფაიზერის” ვაქცინა.
27 აპრილიდან დაწყებულია რეგისტრაცია “სინოფარმის” ვაქცინაზე, აღნიშნული ვაქცინით მოსახლეობის აცრა კი, ჯანდაცვის სამინიტრსოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.
ასევე მოქმედებს ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალიც, რომელზეც, 3 მაისის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 68 ათასზე მეტი მსურველი.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
➤ საზოგადოებას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი ვაქცინებს შორის;
➤ მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ, სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს;
➤ დამატებით, მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა;
➤ “დათანხმება”-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა;
➤ ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება;
➤ ვაქცინაციაში მონაწილეობა 18 წელზე უფროს მოსახლეობას შეუძლია.
მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.