LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი

74
სეტყვა

სეტყვისგან დაზარალებულ რეგიონში, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია უკვე მეოთხე დღეა მუშაობს. ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მძიმე ვითარებაა კაჭრეთში. საერთო ჯამში განადგურებულია 350 ჰექტარამდე ფართობი, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები იყო მოყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები