“დღეს მაიაკოვსკის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდის შედეგად დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლი ამოიღეს”, – ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ბათუმი ავრცელებს, ფოტოსთან ერთად, რომელზეც დაუჯერებლად ბევრი პლასტმასის ბოთლია გამოსახული.
პოსტის კომენტარებში სოც. ქსელის მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ ეს ბოთლები არხში წვიმის შემდეგ ხვდება, ნაწილი კი წერს, რომ სწორედ ამ ნაგვის გამო იტბორება ბათუმი ყოველი წვიმის შემდეგ.
კომენტარებში ასევე ითხოვენ ნაგვის დაყრაზე ჯარიმის გამკაცრებას და მაღაზიებთან ე.წ. ბოთლიყლაპიების დადგმას.