LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის: კახა კალაძე

46
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მართლმადიდებელ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. თბილისის მერი თითოეულ ოჯახს სიკეთეს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„სიკეთის, სიხარულის, იმედის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით დაე, მშვიდობა და კეთილდღეობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში!

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის. ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება!

ქრისტე აღდგა! გილოცავთ!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები