LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში: თალაკვაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

73
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში.

მაშინ, როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება: ეუთო/ოდირი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, ქართული ოცნება დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში.

,,ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირი-ს დასკვნა არ არის ცალსახად პოზიტიური: პაატა მანჯგალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები