LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fitch -მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა

59

სარეიტინგო სააგენტო Fitch -მა “ბაზისბანკს” საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა.

გრძელვადიანი რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) “B” დან „B+“ მდე, გრძელვადიანი რეიტინგის პროგნოზი კი დაუდასტურა, როგორც “სტაბილური”. სააგენტომ ბანკს ასევე გაუზარდა მდგრადობის რეიტინგი (VR) “B” დან „B+“ მდე.

Fitch-ის თანახმად, “ბაზისბანკის” რეიტინგის ზრდა მისმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა, კერძოდ – კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის მაღალმა მაჩვენებელმა და საკრედიტო პორტფელის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები