ტაბლოიდები თითქმის არასდროს ცდებიან. ჩვენ ჯერ კიდევ მარტში გავავრცელეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ და ალბათ არც აღნიშნული ექსკლუზიური ინფორმაცია იქნება სიმართლეს მოკლებული.
„ამას ვერ აიტანდა“ – ჯეი ლოსა და ალექსის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ჯენიფერ ლოპესმა და მისმა ყოფილმა საქმრომ, ბენ აფლეკმა დღე ერთად, ლოპესის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში გაატარეს. ამის შესახებ „დეილი მეილი“ Page Six-ზე დაყრდნობით წერს. პაპარაცებმა აფლეკი ჯეი ლოს რაიონში დააფიქსირეს, შორიახლოს ლოპესის მანქანის იდენტიფიცირებაც მოხდა. როგორ ჩანს, დროის ერთად გატარების შემდეგ ისინი სახლიდან ერთად, სხვადასხვა მანქანით გამოემართნენ.
როგორც იცით, ბენ აფლეკი სულ ცოტა ხნის წინ შეყვარებულს, ანა დე არმასს დაშორდა, ახლა ჯეი ლოც თავისუფალია, ეს კი შესანიშნავი დროა ახალი რომანის დასაწყებად.
შეგახსენებთ, გასულ თვეს 51 წლის ჯენიფერი გამოცემა InStyle-ის გარეკანზე მოხვდა, არტისტმა უამრავი ქათინაური მიიღო, მათ შორის გახლდათ ბენ აფლეკიც, რომელმაც კომენტარებში თავი ვერ შეიკავა და ლოპესისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბევრმა ადამიანმა ბენის ჟესტი ფლირტადაც კი შერაცხა.
„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს? რატომ გამოიყურები ახლა ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს? მე კი უკვე 40 წელს გადაცილებულს ვგავარ“– დაწერა 48 წლის ბენმა.
„სად მალავ მარადიული სილამაზის ელექსირს?“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს ეფლირტავება