LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ “სინოვაკის” ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო

69
E0KLCq2WUAEG4EN

“სინოვაკის” ვაქცინის 100 ათასი დოზა უკვე საქართველოშია.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

“სინოფარმის” მსგავსად, “სინოვაკის” ვაქცინაც ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის ჩამოტანას ეხმაურება და ჩინეთის ხელისუფლებას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.

„ჩინეთის ნაჩუქარი „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია. უდიდესი მადლობა ჩინეთს დონაციისთვის და უნგრეთს მისი წვლილისთვის, რომელმაც უზრუნველყო ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ქვეყნებს შორის სრულყოფილი თანამშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი გამანადგურებელი „კოვიდ-19“-ის მტრის წინააღმდეგ“, – წერს დავით ზალკალიანი “ტვიტერში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები