ნიკა მელიას ადვოკატი განმარტავს რატომ დააყენეს დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა. როგორც გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე მათი მხრიდან სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარი თავის მოტყუება იქნებოდა.
ნიკა მელიას საქმის განხილვა გადაიდო
“ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩვენ თუ დავიწყებდით სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს ეს იქნებოდა თავის მოტყუება, ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული პროცესის გადადება იმ ვადით, რა ვადაც არის საჭირო, რომ პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ მორიგი დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას.
როდესაც მოსამართლემ მოითხოვა ვადის დაკონკრეტება პირდაპირ განვუცდახე, რომ იმ ვადით გადაედო პროცესი რა ვადაც ესაჭიროება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე“. – განაცხადა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის, მომდევნო სასამართლო პროვესი 13 მაისს, 12 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.