87 წლის მსახიობი ჯოან კოლინზი კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ის ისევ თავის რჩეულთან, 56 წლის პერსი გობსონთან ერთად გადაიღეს პაემანზე. კინოს ლეგენდა ტრადიციისამებრ გლამურულად გამოიყურებოდა. მას ვარდისფერი პიჯაკი შავ შარვალთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
ბოლო დროს წყვილი არაერთხელ გადაიღეს ერთად. მიუხედავად იმისა, რომ კოლინზსა და გობსონს შორის 31 წლიანი სხვაობაა, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
როცა 87 წლის ხარ და 31 წლით უმცროსი მამაკაცი გყავს – ჯოან კოლინზი პაემანზე
სიყვარულმა ასაკი არ იცის – 87 წლის ჯოან კოლინზი 31 წლით უმცროს რჩეულთან ერთად პაემანზე