LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბიზნესს გაუჩნდა წვდომა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსზე

64
5f4f995e927fe

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. დღგ-ის გადამხდელებისათვის ამოქმედდა დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში, უკან დაბრუნების სისტემა, რაც გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. პროცესი ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ, შემუშავებული განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, რისკების შეფასების თანამედროვე სისტემას.

„აღნიშნული რეფორმის შედეგად, 2021 წელს, გადამხდელებს ავტომატურად, ყოველგვარი შეფერხებისა და მოთხოვნის გარეშე, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გაუჩნდა წვდომა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების მარტივად და დროულად დაბრუნებას, COVID 19-ით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის მქონე ეკონომიკური კრიზისისა და შეზღუდვების პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები