LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული შემოვიდა

63

2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8%-ით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში შემოვიდა: რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, აზერბაიჯანიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ყაზახეთიდან და კანადიდან.

2017 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.9 მლნ აშშ დოლარი (53.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.1 მლნ აშშ დოლარისა (42.3 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები