LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულწრფელად მივესალმები რურუას გათავისუფლებას, ასევე მოუთმენლად ველოდები მელიას დროულად გათავისუფლებას: ანა ფოტიგა

68
Untitled design (1)

მსჯავრდებულ გიორგი რურუას გათავისუფლებას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ეხმიანება.

გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ამის შესახებ ფოტიგა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ქართულად წერს და აღნიშნავს, რომ ასევე მოუთმენლად ელოდება ნიკა მელიას გათავისუფლებას და საქართველოში ვიზიტს:

“გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას.” – წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და აღნიშნა, რომ სიტყვა შეასრულა და შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას მიესალმება.