LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა საათს აქვს მნიშნელობა”- სავაჭრო ცენტრები კომენდანტის 2 საათით გადაწევას ითხოვენ

85
lll

კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევით, სავაჭრო ცენტრების ბრუნვა 10-15%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ „სავაჭრო ცენტრების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლევან ყარალაშვილის თქმით, ამ მოცულობის ზრდის მიღწევა ბიზნესისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. „ჩვენ გვაქვს ყოველ საათობრივი სტატისტიკა და კომენდანტის საათის გადაწევით სავაჭრო ცენტრების ბრუნვა 10-15%-ით გაიზრდება. მარტო „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული ობიექტების ბრუნვა ამ ეტაპზე არის 250 მლნ ლარი. პლუს 10% რომ ავიღოთ, მინიმუმ 25 მილიონი მოგვემატება. მომხმარებელთა მხრიდან საღამოს საათებში არის მაქსიმალური მოთხოვნა. კომენდანტის საათის გადაწევით კი მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მეტი დრო ექნებათ. ადრე საშუალოდ, ჩვენი ცენტრების დღიური ვიზიტორების რაოდენობა იყო 30 000. ამ ეტაპზე არის 10 000“, – აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველა საათს აქვს მნიშნელობა. ეს ორი საათი რესტორნების შემთხვევაში კიდევ უფრო კრიტიკულია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები