LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიკ დემპსი ადასტურებს, რომ ემი ადამსთან ერთად „მოჯადოებულის“ გაგრძელებაში ბრუნდება

1355
news-427

მსახიობი პატრიკ დემპსი ადასტურებს, რომ ის ცნობილი მიუზიკლის „მოჯადოებულის“ გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ის გადაღებებს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

2007 წელს ეკრანებზე გამოსული ფილმი ადამსისთვის და დემპსისთვის ნამდვილად გარდამტეხი გახდა კარიერაში. დემპსი „ვერიეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის ახალ ფილმში მეტად აქტიური იქნება, უფრო მეტს იმღერებს და იცეკვებს.

ცნობილი ხდება, რომ ახალ ფილმში ჯეიმს მარსდენი და იდინა მენზელიც დაბრუნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები