LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზანმიმართული ჭორია თითქოს მე ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას: არჩილ თალაკვაძე

57
არჩილ თალაკვაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს, ის თავად აპირებს თბილისის მერობის არჩევნებში გუნდის სახელით მონაწილეობას, მიზანმიმართული ჭორია. როგორც თალაკვაძემ თქვა, გუნდი მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დასაწყისში იტყვის.

„მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრს სურს კახა კალაძე მერად იხილოს. ეს, პირველ რიგში, მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უახლოეს პერიოდში, ჩვენ საზოგადოებას კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ.

იქამდე, პარტიაში, ყველა თვითმმართველ ქალაქში კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება. კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. გადაწყვეტილება არის მისი მისაღები. დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძესთან ერთად ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.