LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ბავშვებში გადატანილი კოვიდი გეგმიური აცრის უკუჩვენება – NCDC-ის განმარტება

730
BeFunky-collage (1)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ “ევროპის იმუნიზაციის კვირეულის” მიზნებსა და ე.წ. რუტინულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ვაქცინაცია გვაახლოვებს! ვაქცინაცია დასრულებს პანდემიას! – დღეიდან “ევროპის იმუნიზაციის კვირეული” დაიწყო

როგორც ანა კასრაძემ განმარტა, ბავშვებში კოვიდის გადატანა გეგმიური ვაქცინაციის უკუჩვენება არ არის. მისივე თქმით, როგორც კი ბავშვი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდება, მას თავისუფლად შეუძლია გეგმიური აცრის გაკეთება.

ანა კასრაძის განმარტებითვე, ეროვნული კალედრით გათავლისწინებული ვაქცინაცია წინააღმდეგ ჩვენებაში არ მოდის კოვიდვაქცინაციათან.

„არც უკუჩვენება და არც ვადა არ არის დათქმით. ზოგადად, აცრის დროს ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი. შესაბამისად, როგორც კი კოვიდისგან გამოჯანმრთელების სტატუსი მიენიჭება, თავისუფლად შეიძლება მისი გეგმიური აცრა.

საშუალოდ ვიცით, რომ კოვიდის შემთხვევაში 10 დღეს პლუს სამი დღეა, როდესაც უსიპტომოა, ამიტომ როდესაც ექიმი ჩათვლის, რომ ბავშვი არის სრულად ჯანმრთელი შემდგომ თავისუფლად შეუძლია ვაქცინაცია. გადატანილი კოვიდი გეგმიური ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება სტატისტიკას, საკმაოდ კარგი მოცვა გვაქვს. მაგალითად, წითელა, წითურას ვაქცინის, 95%-მდე ადის და რამოდენიმე წლის წინ იყო წითელას ეპიდემია მსოფლიოში, ისეთი გახმაურებული არ იყო, როგორც კოვიდპანდემია, თუმცა წითელა საკმაოდ ვერაგი დაავდებაა ბავშვებში, იწვევს სერიოზულ გართულებას, იწვევს სიკვდილსაც, ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ბავშვებმა სრულყოფილად ჩაიტარონ აცრები.”- განაცხადა “ფორტუნასთან” ანა კასრაძემ.

ვირუსის ინდური ვარიანტი ჩვენთან, ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული არ არის: ანა კასრაძე