LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ტყის აღდგენა გრძელდება – ბორჯომის პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 ნერგი შეემატა

153
4

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, წლების წინ ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაწყებული ტყის აღდგენა-განახლების პროექტი, COVID19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. საგაზაფხულო დარგვების ფარგლებში, პლატოს ტერიტორიას, კიდევ 2000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა. ამ დრომდე, კომპანიამ პროექტის #ბორჯომიგულშემატკივარი ფარგლებში, 4 ჰექტარი მიწის ფართობი აღადგინა და 17 000-ზე მეტი ნერგი დარგო.

„ბორჯომის ტყის აღდგენა ჩვენი კომპანიის სოციალურ კორპორატიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლების მანძილზე, ამ პროექტმა ბევრი ადამიანი გააერთიანა, რომლებიც ყოველწლიურად  ჩვენთან ერთად რგავენ ნერგებს. პანდემიის გამო, უკვე მეორედ გვიწევს დარგვების მასშტაბური ღონისძიების გარეშე განხორციელება. თუმცა, მთავარია, რომ ტყის აღდგენას უწყვეტად ვაგრძელებთ. ბორჯომის პლატოზე უკვე იზრდება წლების წინ დარგული ნერგები, რაც უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხით, იმისთვის, რომ მომავალ თაობას სუფთა გარემო დავუტოვოთ,“ – განაცხადა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან ბაღდავაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს, რომელიც ნერგების მოვლა-პატრონობის გეგმასაც ითვალისწინებს, IDS ბორჯომი საქართველო უკვე მეხუთე წელია ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება,  ტყის საფარის ეფექტური აღდგენა-განახლება და ასევე, პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

“ეროვნული სატყეო სააგენტოსა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლობა 5 წელზე მეტს ითვლის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც  საზოგადოებისა და გარემოსთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს. ამ შემთხვევაში, თანამშრომლობის ფარგლებში ბორჯომის პლატოზე დარგულია 17 000 მდე ნერგი და რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, კომპანია გრძელვადიანად ზრუნავს ნერგების მოვლა-პატრონობაზეც. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში და კერძო სექტორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება და გარემოსდაცვითი აქტივობების მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირება, შეიძლება ითქვას გადამწყვეტია იმ გარემოს შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, რომელშიც ვცხოვრობთ,” – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო 2012 წლიდან ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი კი მეხუთე წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, მოხერხდა 4 ჰექტარამდე ტყის აღდგენა და დაირგო 17000-ზე მეტი ნერგი. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმას. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა.

ყველა გულშემატკივარს, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში, ვებგვერდზე www.csr.borjomi.com – იპოვე შენი ხე ღილაკის საშუალებით, შეუძლია ბორჯომის პლატოს ვირტუალურ გარემოში, საკუთარი სახელის მოძიება და დარგული ნერგის ნახვა. ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, „ბორჯომი“ მადლობას უხდის ბუნების გულშემატკივრებს პროექტში ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები