სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება.
იმისთვის, რომ ეზოში მდგარი ხეები თავისუფლად გაზრდილიყვნენ, თბილისში, იაპონიის საელჩომ ღობე ამოჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს და თან ფოტოებსაც ურთავს.
“თბილისში იაპონიის საელჩომ ღობე ამოჭრა ხეები თავისუფლად რომ ყოფილიყვნენ და ზრდას ხელი არ შეშლოდა”-აღნიშნულია ინფორმაციაში.