LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში

1793
ვოისი-სალიოს-გუნდი

ანა მორგოშია, გიორგი ცისკაძე და მარიამ იაქაშვილი სალიოს გუნდის წევრები არიან, რომელთაც სამეულის სახით მეორე ლაივტურში მიიღეს მონაწილეობა. მათ სხვადასხვა, მათთვის სპეციალურად შერჩეული კომპოზიციები შეასრულეს. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალში გადაინაცვლა ანა მორგოშიამ. ხალხის რჩეულის გამოვლენის შემდეგ, სალომე კორკოტაშვილს უკვე თავად მოუწია ორ კონკურსანტს შორის არჩევანის გაკეთებამ – ,,რა ყოფილა ეს კონკურსი. საშინელებაა… ნახევარფინალში გადადის მარიამი”, – აღნიშნა სალიომ.
სამწუხაროდ, გიორგი ცისკაძემ პროექტი დატოვა და ყველას მადლობა გადაუხადა…

სალომე კორკოტაშვილის განსაკუთრებული სიყვარული მარიამ იაქაშვილმა დიდი ხანია, დაიმსახურა, რადგან ის საკუთარ თავს აგონებს. ვინაიდან მარიამი ძალიან კარგ საავტორო სიმღერებს წერს, სალიოს გადაწყვეტილებით, მას იმ ინსტრუმენტს აჩუქებს, რომელიც თავად, კარიერის დასაწყისში, მენტორებმა, აჩიკო გულედანმა, ბექა ჯაფარიძემ და გიორგი ასანიშვილმა უსახსოვრეს და ეს ,,ქიბორდი” გახლავთ.

ვოისი

,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”

,,ნიკოლოზ რაჭველი ყოველ შაბათს ,,ოსკარებს” გვიწყობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები