მსახიობმა ბესო ზანგურმა, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა, ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა
როგორც ირკვევა ზანგური ცილისწამებაზე საჩივრის შეტანას არ აპირებს.
“და მაინც კაცს მეტი ვალდებულება გაქვს.. სიჩუმის… თმენის… უნდა გაჩუმდე ასეა წესი… ცილისწამებაზე არ შევა საჩივარი ნინო მაყაშვილის მიმართულებით. ეს არ ნიშნავს რომ გამოძიება არაფერს დაადგენს ან გაჩერდება. სიმართლე დაიდება. ასეა აღდგომის წინ სინანული სჯობს და სჯობს დავრჩე მკვდრად… და ბევრ ცოცხალს ვჯობდე… დანარჩენს კი რა გითხრათ რით გაგახაროთ? საერთო შვილი არ მყავს თქვენთან ამიტომ…”,-წერს ბესო ზანგური.