ფიფა 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებში რუსი ფეხბურთელების დოპინგ-ტესტებს თავიდან შეამოწმებს.
ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ინსტრუქციის თანახმად, იანვარში ნიმუშებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ დოპინგზე.
ნიმუშების შემოწმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეთოდით მოხდება, რომლის საშუალებითაც ისიც დადგინდება, თუკი რომელიმე მათგანი შეცვლილია.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ფიფამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე რუსი ფეხბურთელების დოპინგ-სინჯები გადაამოწმა, თუმცა დარღვევა არ აღმოჩენილა.