მომღერალმა, ტელეწამყვანმა მაკო კვიტაიშვილმა გამოაქვეყნა სხვადასხვა საორსულო სამოსში გადაღებული ფოტოსესია, რომელიც ნატატო ასანიძეს ასანიძეს ეკუთვნის. მაკო პირველ შვილს ელოდება და ძალიან ბედნიერია. ის წერს:
„ვიცი, რომ ყველას თავისი აზრი აქვს ორსულობის შესახებ.ზოგს ცუდად ახსენდება ის ცხრათვიანი პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო,ზოგს კი ჩემსავით ჰარმონიული ორსულობა აქვს. დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს პერიოდი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და საინტერესო გამოცდილებაა“.
მაკოს ფოტოები გააზიარა მისმა ტელეჟურნალისტმა დედამ, ეკა მიშველაძემ და დაწერა: „მალე ბებია გავხდები“. რასაკვირველია, ეკამ უამრავი მილოცვა მიიღო.