LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობს ბიზნესი ლარზე – კურსი, რომელიც ყველას აწუხებს

77

თუ მოხდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში იქნება ლარის კურსის სტაბილურობასთან, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნესასოციის“ ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე მოლოდინი ახდენს გავლენას, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ეკონომიკური აგენტები მოქმედებენ იმ საბაზრო კონიუქტურიდან გამომდინარე, რომელიც ყალიბდება ამა თუ იმ ბაზარზე.

„ყოველთვის უარვყოფ იმას, რომ რაღაც სპეკულაციური მოლოდინები არსებობს. არსებობს მოთხოვნა და მიწოდება. ეს არის ფუნდამენტური ბაზა, რაზეც აიგება საბაზრო ეკონომიკა და შესაბამისად, ეკონომიკური აგენტები რეაგირებენ ამ მოთხოვნა-მიწოდებაზე. თუ მოხდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში იქნება ლარის კურსის სტაბილურობასთან“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ლარის კურსზე კომენტარი გააკეთა „საქართველოს ბიზნესასოციის“ პრეზიდენტმაც.  გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის კურსი აბსოლუტურად ყველას აწუხებს, მათ შორის, ბიზნესსაც და კერძო სექტორსაც.

“ვიცით, რომ აქ სახელმწიფოს ხელში შეზღუდული ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სტაბილური ლარის კურსი. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებზე. თუ ქვეყანა წავა წინ, განვითარება და რეგიონში სტაბილურობა იქნება, მაშინ დარწმუნებული ვარ, სტაბილური ლარის შესაძლებლობა უფრო მაღალია, მაგრამ თუ შევხედავთ რა ხდება რეგიონში და როგორი მერყევია სხვა კურსები, აქაც ძალიან რთულია მარტო ფინანსთა მინისტრს დავუსვათ ეს კითხვა“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები