LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს ადგილს განათლების კომიტეტში ვხედავ: მეგრელიშვილი

64
ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დროს, საკუთარ თავს “განათლების კომიტეტში ხედავს”.

მისი თქმით, უკვე დაიწყო საუბარი იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ამ კომიტეტში მუშაობა მოუწევს:

“ჩემს ადგილს, მე, მაგალითად, განათლების კომიტეტში ვხედავ. უკვე ველაპარაკე იმ ადამიანებს, ვისთანაც მომიწევს თანამშრომლობა ამ სფეროში, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის პერსონალური ამბავია და ამაზე ჯერ არავის უმსჯელია.” – თქვა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, 12 აპრილს, “გირჩის” წევრებმა 7-პუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალი გაავრცელეს და განაცხადეს, რომ შეწყვეტდნენ  ბოიკოტის რეჟიმს და შევიდოდნენ საქართველოს პარლამენტში, თუ “ქართული ოცნება” ამ შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდებოდა.

შემდეგ დააანონსეს, რომ პარლამენტში მივიდოდნენ, გამარჯობას ეტყოდნენ და გაიცნობდნენ ადამიანებს – მეგრელიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში მუშაობას დაიწყებდნენ, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებოდნენ.

19 აპრილს “გირჩის” წევრებმა შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ამის შემდეგ კი პარლამენტში მივიდნენ და თქვეს, რომ დაელოდებოდნენ შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას და სანამ ეს არ მოხდებოდა, კულუარებში ან დერეფანში დაელოდებოდნენ კოლეგებს, რომ ერთად შესულიყვნენ პარლამენტის დარბაზში.

“კეთილი იყოს ჩვენი ფეხი პარლამენტში” – “გირჩის” წევრები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები