LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნებაც” და ოპოზიციაც პასუხისმგებლები იქნებიან ამ შეთანხმების შინაარსისა დაცვაზე: ჯიმ რიში

79
publika.ge--1-49

აშშ-ს სენატორის ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის გუშინდელ შეთანხმებას საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დაბრუნება შეუძლია.

სენატორი ხელმოწერილ შეთანხმებას, ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული „პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ შეთანხმების სიმტკიცის ჭეშმარიტი გამოცდა მისი რეალიზება იქნება.

„ქართული ოცნებაც” და ოპოზიციაც პასუხისმგებლები იქნებიან ამ შეთანხმების შინაარსისა და სულისკვეთების დაცვაზე, და ასევე პოლიტიკური ნდობის აღდგენაზე.

მიხარია, რომ ვხედავ, რომ შეთანხმება მოიცავს სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს, რეზოლუციას საპატიმროში მყოფი ორი ოპოზიცინოერი ფიგურის თაობაზე და დაპირებას, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში. ორივე მხარემ გამოავლინა ლიდერობა და გამბედაობა მათ იმ ძალისხმევაში, რომ მიეღწიათ კომპრომისისთვის თავიანთი ქვეყნისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, და ამ შეთანხმებას ძალუძს საქართველოს დაბრუნება ევროატლანტიკურ გზაზე“, – წერს განცხადებაში სენატორი რიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები