დღეიდან 23 აპრილის ჩათვლით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” ერთად, ქავთარაძის ფილიალში საქველმოქმედო კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ საყოველთაო ქველმოქმედებაში სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების მხარდასაჭერად.
როგორც “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში” ამბობენ, ორგანიზაციამ აღნიშნული კამპანია, ჰიპერმარკეტ “გუდვილთან” ერთად არაერთხელ განახორციელა. მოქალაქეების აქტიური ჩართულობისა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი შეგროვდა ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნის მასშტაბით, უამრავი ადამიანის დახმარება შეძლეს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოუწოდებს მოქალაქეებს, ერთად დაეხმარონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მადლობას უხდის მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის, ხოლო მოხალისეებს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურად გასწევენ ჰუმანიტარული მისიის წარმატებით განსახორციელებლად.