გორში შუახნის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ ახალდაბაში მოხდა. ამის შესახებბ ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ვალერი ნაცვლიშვილი სანადირო თოფით მოკლეს.
მომხდარს სოფელში, შურისძიებას უკავშირებენ. როგორც გავარკვიეთ, ნაცვლიშვილს ცოტა ხნის წინ, ძმაც მოუკლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.