საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ნაწარმის პოპულარიზებისა და გაყიდვების წახალისების მიზნით, მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი “ქარვასლა” 22-23 დეკემბერს, 10:00-დან 18:00-მდე პერიოდში, უკვე მეოთხედ აწყობენ წინასაახალწლო ფესტივალს – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“-ზე ორგანიზატორები იდეალურ გარემოს შევქმნით საიმისოდ, რომ ერთის მხრივ მწარმოებელმა საზოგადოებას წარუდგინოს ახალი პროდუქცია, მეორეს მხრივ კი სტუმრებმა, მყიდველებმა და ინტერნეტ საზოგადოებამ გაიცნონ საქართველოში შექმნილი ხარისხიანი ნაწარმი და იყიდონ იგი!”, – აცხადებენ KAR.GE-ში.
მათივე ცნობით, ”ქარვასლაში”, ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში ადგილობრივი მწარმოებლები პირველ რიგში 2017 წლის მანძილზე მათ მიერ შექმნილ ახალ ნაწარმს (საკვებს და არასაკვებს) წარმოადგენენ, ხოლო 5,000-მდე დაინტერესებულ სტუმარს და მომხმარებელს შეეძლება როგორც დათვალიერება, ასევე სასურველი ნაწარმის ყიდვა.
”ამასთან, ყოველ 2 საათში შედგება გაყიდულ ნაწარმზე გაცემული ჩეკების გათამაშებები და დარიგდება უამრავი საჩუქარი, მოეწყობა ახალი ნაწარმის პრეზენტაციები. რა თქმა უნდა, შედგება ყიდვა-გაყიდვა და დეგუსტაცია”, – განმარტავენ ღონისძიების ორგანიზატორები.