LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკში შევალთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში: ამირან გამყრელიძე

1610
publika.ge-5e329454012b9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, რაც მიანიშნებს, რომ პიკი დაახლოებით თვის ბოლოდან დაიწყება.

თუმცა, როგორც გამყრელიძე პროგნოზირებს, თბილი ამინდების პერიოდი იწყება და მისი თქმით შესაძლებელია პიკი მეორე ტალღის მსგავსი არ აღმოჩნდეს.

“ეპიდვითარება ქვეყანაში თანდათან უარესდება, რასაც ხაზს ვუსვამთ ხოლმე, დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც მიდიოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით, თუ არა ეპიდსიტუაცია პირდაპირ გეტყვით, რომ გაუარესდება და ჩვენ სადღაც პიკში შევალთ აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში.

ახლა შევდივართ თბილ პერიოდში ამინდების მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ ისეთი არ უნდა იყოს, როგორც მეორე ტალღა იყო,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები