LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კოდუას პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ-19 დაუდასტურდა

1044
დავით კოდუა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას, პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს:

“პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესახლებულ დ. კ-ს გეგმიური PCR-ტესტირებით კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ბრალდებული დ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 2021 წლის 14 აპრილს, სსკ 126-1 (ოჯახში ძალადობის) მუხლის საფუძველზე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR-ტესტირება, რითიც დადასტურდა კოვიდ-19.

ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაკვირვების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია ჰოსპიტალიზირებული.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 12 აპრილს დააკავეს.

მეუღლის და შვილის მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, დავით კოდუას პროკურატურამ ბრალდება 13 აპრილს წარუდგინა.