LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 1 615 პირი დაჯარიმდა

58
დაჯარიმება

შსს-ს მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 615 ფაქტი გამოვლინდა.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 104 პირი დაჯარიმდა, მათ შორის არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 354 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 157 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

შეგახსენებთ: პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირი ჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.