LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩიკა მართლა ჩიკა აღმოჩნდა” – რას წერს ანი ჩირაძეზე ერთ-ერთი კლუბის მეპატრონე

732

უამრავი ადამიანი საუბრობს, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე რეალურად ძალიან ჰგავს თავის პერსონაჟს. მისი ერთ-ერთი საქციელის გამო წერს კლუბის “მტკვარზე” მეპატრონე, ქეთა გაბუნია. ის აღნიშნავს: “ჩიკა მართლა ჩიკა აღმოჩნდა”. ამ სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ქეთას სთხოვეს დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა.

როგორც კლუბის მეპატრონე წერს, ჩიკას როლის შემსრულებელი თავის მეგობრებთან ერთად კლუბში სასმლით ხელში უფასოდ შესვლას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა, მას ბილეთი შეაძენინეს, თუმცა შიგნით შესულმა ანიმაც არანაკლები ამბები დაატრიალა.

ქეთა აღნიშნავს:

“რატომ გადაწყვიტა ვინმე ანი ჩირაძემ რომ კლუბში უფასოდ შემოვიდეს, ხელში სასმელით და თან მასთან ერთად მყოფი ტიოებიც უფასოდ უნდა შევუშვათ? 😃😃”

კლუბის მეპატრონე დასძენს, რომ მან გვიან გაიგო ეს ამბავი, თორემ საერთოდ არ შეუშვებდა ანა ჩირაძეს “მტკვარზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები