Universal Pictures-მა ფილმის „ფორსაჟი 9“ ახალი ტრეილერი გაავრცელა. როგორც ცნობილია, ფილმის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს.
ტრეილერში კარგად ჩანს რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა და თბილისური მაღალსართულიანი კორპუსები.
რაც შეეხება სცენრას, მიშელ როდრიგესმა გაამხილა, რომ ფილმის გმირები კოსმოსში მოხვდებიან.
ცნობისთვის, ფილმში მთავარ როლებს ვინ დიზელი, ჯონ სინა, მიშელ როდრიგესი და ტაირის გიბსონი ასრულებენ. „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის პრემიერა 25 ივნისს შედგება.