რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი მოზარდის მეორე ოპერაცია დასრულდა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
“მეორე ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. თუმცა ბუნებრივი მაჩვენებლები სტაბილურია”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.