ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუას ადვოკატი დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. 14 აპრილს, სხდომაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მეუღლესთან დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, თუმცა ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი უსამართლოდ თვლის.