LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყერსაშიშ ფერდობზე რისკები დღეს უფრო მეტად არის შემცირებული, ვიდრე სამი კვირის წინ იყო: ირაკლი ბენდელიანი

72
ირაკლი ბენდელიანი მეწყერი

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მეწყერსაშიშ ფერდობზე ბოლო კვირებში დიდი მოცულობის მასა მოიხსნა, რამაც მეწყერის ტანის მოცულობა შეამცირა. მისივე განცხადებით, რისკები დღეს უფრო მეტად არის შემცირებული, ვიდრე სამი კვირის წინ იყო.

ბენდელიანის განცხადებით, ის სამუშაოები რაც ბოლო დღეების განმავლობაში მეწყერსაშიშ ზონაში ჩატარდა გერმანელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.

ამასთან, ბენდელიანის განმარტებით, დაიგეგმა შემდეგი ტიპის სამუშაოები და პროექტის აღებისთანავე გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ვაშლიჯვრის მეწყერსაშიში ზონაში, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს: კახა კალაძე

„სამუშაოები, რაც ბოლო კვირებში განხორციელდა ისაა, რომ დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყერის ტანის შემცირებას. მიზანი იყო, რომ მეწყრული არეალიდან დატვირთვა მოგვეხსნა, რომ მეწყერული მასის გადაადგილება შეგვემცირებინა. ასევე მოხდა მოჭრილი მიწის მასით ე.წ. წინაღობის შექმნა. ასევე კონკრეტული ჭაბურღილები გაკეთდა, სადაც ცემენტიზაცია განხორციელდა. ამის მიზანი იყო, რომ ხახუნის ძალა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ის იყო, რომ დაყენდა მონიტორინგის სისტემა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლოთ არსებული ვითარება.

რისკები დღეს უფრო მეტად არის შემცირებული, ვიდრე სამი კვირის წინ იყო, მონიტორინგის და დაკვირვების შედეგია.

დღეს მორიგი შეკრება მოხდა. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი გერმანელი ექსპერტები. მოხდა იმ სამუშაოების დეტალური გავლა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ეს სამუშაოები გამოწვეულია იმ გადაუდებელი აუცილებლობიდან, რომ პირველი რიგის საფრთხეები მოგვეხსნა. ის სამუშაოები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა, გერმანელი ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა.​ დავიგეგმეთ შემდეგი ტიპის სამუშაოებზეც, რომელზეც საჭიროა კონკრეტული პროექტი და ამ პროექტის შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ გამაგრებით სამუშაოებს”, – განაცხადა ბენდელიანმა.

ეს არის ძალიან სახიფათო და სარისკო თამაში ამ მეწყერთან – თეა გოდოლაძე მეწყერზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ვაშლიჯვრის მეწყერზე