LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის მონიკა ბელუჩი თეთრი თმითა და ცოცხით ხელში – მსახიობი ალქაჯის როლში

482
mbelluci

მონიკა ბელუიჩი ამჯერად იტალიაში, ახალი ფილმის გადაღებებითაა დაკავებული. მსახიობი მონაწილეობს ფილმში „ბეფანა ღამით მოდის“, სადაც ის კეთილ ალქაჯს განასახიერებს. ახალ ფოტოებზე, რომელიც გადასაღები მოედნიდან გავრცელდა, ბელუჩის ცნობა შეუძლებელია. მონიკა როლისთვის რადიკალურადაა შეცვლილი. მას თეთრი თმა აქვს, ალქაჯის კოსტიუმი აცვია და შლაპა ახურავს, ხელში კი ცოცხი უჭირავს.

„რაი სინემას“ მიერ გადაღებულია ახალი ფილმი იტალიური კინოსურათის, „ბეფანას“ პრიქველია. ფილმის გადაღებები პირველ მარტს დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები