LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 403 ადამიანი აიცრა – “ფაიზერის” ვაქცინა 672-მა, ხოლო “ასტრაზენეკა” 731 ადამიანმა გაიკეთა

62
Untitled design (3)

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი.

სტატისტიკური მონაცემები ვაქცინირებული მოქალაქეების შესახებ, დღეს, დააცადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე წარადგინა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 24 საათში, 1 403 ადამიანი აიცრა, მათ შორის კი “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა 731 ადამიანმა, ხოლო “ფაიზერის” 672-მა.

ამ დროისთვის, ჯამურად, ვაქცინირებულებიდან “ასტრაზენეკას” ვაქცინა მიიღო 13 486 პირმა, “ფაიზერით” კი 10 007 მოქალაქე აიცრა.

დღესვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

იმუნიზაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.