LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვიმონ ჯანგულაშვილი: „ვისაც გჯერათ, რომ სტურუა ქალზე ძალადობას ამართლებს, არც ერთი არ მეურთიერთოთ…“

214
svimonjangirashvili20

წმინდა სამების საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი, სოციალურ ქსელში ბესო ზანგურისა და ნინუცა მაყაშვილის სკანდალს ეხმაურება და ამ ჭრილში რობერტ სტურუას კომენტარების შესახებაც წერს, რომელმაც ზანგურს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გთავაზობთ სვიმონის ვრცელ მოსაზრებას ამ თემაზე:

„ვისაც გჯერათ, რომ სტურუა ქალზე ძალადობას ამართლებს და იწონებს, და ვისაც გჯერათ, რომ მე ამას “ვაპრავებ” – არც ერთი არ მეურთიერთოთ არც აქ და არც ცხოვრებაში.

ბესო ზანგურის ბრალეულობის გარკვევა, არც რობერტ სტურუას საქმეა და არც ჩემი, არამედ, სასამართლოსი! მანამდე ეს კოლექტიური ჩაქოლვები და წყევლა-კრულვა და me too-ს უნიჭო ასლის აგორება, „თანამედროვე თეატრია”, ისეთივე უნიჭო ასლი დასავლური მეინსტრიმ მოძრაობებისა, როგორიც სჩვევია ამ „თანამედროვე“ „ქართულ“ „არტს“!

ქალზე ძალადობა, და ნებისმიერი ძალადობა საზიზღარი დანაშაულია!

ამ დანაშაულის (სავარაუდოა, თუ დამტკიცებული იგი) გამოყენება სტურუას გასანადგურებლად, მით უმეტეს, მისი “პატარა” კოლეგების მხრიდან – ასევე საზიზღარი დანაშაულია, მანიპულაციაა, სულმდაბლობაა!

ეს ბოლო დანაშაული უკვე ჩადენილი იყო, ვიდრე სტურუა თავის პოსტს დაწერდა, რაშიც საკუთარ, თუნდაც თქვენი უმრავლესობისათვის არ მოსაწონ კომენტარს გააკეთებდა ამ ყველაფერზე.

სტურუას პოსტზე აფეთქებული ბრბოს ფსიქოლოგია და ფეისბუქზე გამოხატული კოლექტიური არაცნობიერის ბორგვები კი, არ მაინტერესებს, რადგანაც ასეთ ბნელ ოკეანეს (რომლის ნაწილადაც ძალიან ადვილად შეიძლება იქცე, თუკი ჩახტები მის ტალღებში), ვერაფერს დაუპირისპირებ, საღი განსჯის, ხელოვნების და სიყვარულის გარდა!

დასკვნა – ჩემი სოლიდარობა ნინო მაყაშვილს, თუ ის ძალადობის მსხვერპლია. ჩემი სოლიდარობა ყველა მსხვერპლს, მათ შორის მანიპულირებული საინფორმაციო ომის დარტყმის ობიექტებს – მათ შორის, რობერტ სტურუას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები