LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებისთვის კარანტინის გაუქმებას ითხოვენ, 5 პირი დააკავეს

69
Untitled design (1)

“ქართული ოცნების” ოფისთან დაძაბული ვითარება იყო.

სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან სპეციალური სამედიცინო პუნქტები მოეწყოს, სადაც მოქალაქეებს ტესტირებას ჩაუტარებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 5 პირი.

შეგახსენებთ, გუშინ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი 3 დღემდე შეამციროს.

ასევე გუშინ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შექმნილია კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან შემწეობის მისაღებად და გადაუდებელი საჭიროების დროს მოქალაქეები კარანტინის გარეშე გადმოდიან: საკოორდინაციო საბჭო

გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის – აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან