LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ოთარ აბესაძე სასამართლოში ვერ მონაწილეობს

47

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის დაცვის მხარე დღეს სასამართლოში კიდევ ერთ შუამდგომლობას დააყენებს.

ადვოკატი ბრალდებულის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაყვანას და ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.

კორუფციის ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერესების დამცველის განმარტებით, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასამართლო სხდომებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პირველი ინსტანცია შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

შუამდგომლობას იმედს ვიტოვებთ, რომ დააკმაყოფილებს მოსამართლე. ეს იქნება უკვე წამების ტოლფასი თუკი მას არ ექნა ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო გამოკვლევის და მკურნალობის შესაძლებლობა,“-აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები