LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე დგას – სავალუტო ფონდი

41
shutterstock-1698888832-1

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა, ფორმალური განხილვის გარეშე დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.

„გადაადგილებისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვებმა ეკონომიკური ზრდა შეაფერხა და 2020 წელს ეკონომიკა 6.2 პროცენტით შემცირდა. ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებას და მართებულად იყო მიმართული ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ. COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გავლის და ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე დგას. შემდგომი ნაბიჯების შედეგად, COVID-19 საბოლოოდ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ეკონომიკა აღდგეს და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა რთულ გარემოშიც შენარჩუნდეს. საბაზო პროგნოზით, სწრაფი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი“,- აცხადებენ სავალუტო ფონდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები