გასულ წელს, „მარტო სახლის“ ვარსკვლავმა, მაკოლეი კალკინმა განაცხადა, ის და მისი შეყვარებული, 32 წლის ბრენდა სონი ოჯახის შექმნისთვის მზად არიან და შვილის ყოლა სურთ.
„ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ“ – მაკოლეი კალკინი და ბრენდა სონგი შვილის გაჩენას აპირებენ
მაკოლეი კალკინი გადაღებებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოჩნდა – უახლესი კადრები „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ გადაღებებიდან
„ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ“, – აცხადებდა მსახიობი და როგორც ჩანს, წყვილს სურვილი აუხდა.
40 წლის მაკოლეი და 32 წლის ბრენდა მშობლები პირველად გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა. მას მაკოლეის გარდაცვლილი დის სახელი, დაკოტა დაარქვეს, რომელიც ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.
„ძალიან ბედნიერები ვართ“, – აცხადებენ ახალბედა მშობლები.
შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება.