LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია – როიტერსი

63

„თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია,“ – ამის შესახებ „როიტერსი“ სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენი ვარაუდით, ერთ-ერთი მოკლული შეიარაღებული პირი შესაძლოა ახმედ ჩატაევი ყოფილიყო,“ – ამის შესახებ გამოცემას სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, განუცხადა.

გიორგობიანის თქმით, საბოლოო დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ და „გამოძიების პროცესში აშშ-ის შესაბამისი სპეცსამსახურები ჩაერთვებიან“.

კიდევ ორმა წყარომ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს, „როიტერსს“ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩატაევი იყო,“ – განაცხადა ერთმა წყარომ.

„ჩემი ინფორმაციით, იქ ჩატაევი იყო… მან თავი აიფეთქა,“ – აღნიშნა მეორე წყარომ.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ტერორიზმში სამი ეჭვმიტანილი, დაიღუპა ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე საედ დუდაევი.