LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაკავებელზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს, არ ველოდებოდი: დაკავებული დავით კოდუას მეუღლე დაკითხვაზე მივიდა

700
Untitled design (5)

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას მეუღლე ნათია გედევანიშვილი ვაკის პოლიციაში დაკითხვაზე მივიდა.

ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც გედევანიშვილმა “კურიერთან” საუბრის დროს განაცხადა, მას მეუღლისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა სურდა, თუმცა კოდუა დააკავეს:

“შემაკავებელზე მქონდა საერთოდ პრეტენზია და დაიჭირეს. არ ველოდებოდი.” – განაცხადა გედევანიშვილმა.

კოდუას ცოლმა მოგვიანებით სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ მეუღლეს მასზე არ უძალადია, დაზიანებები თვითონ მიიღო და თვალი სავარძელს მიარტყა.

როგორც გედევანიშვილმა თქვა, კონფლიქტის დროს სახლში ორივე შვილი იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ კატო კოდუა შეესწრო.

“დავფრინავდით სახლში, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია, მაგიდა ავაყირავე.” – განაცხადა მან.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულის მეუღლესთან ერთად იმყოფება მათი შვილი, კატო კოდუაც, რომელიც ფაქტის თვითმხილველი და ასევე დაზარალებულია.

დღესვე, ბიზნესმენის დაკავების შემდეგ, “პრაიმტაიმთან” საუბრის დროს კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია:

“გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. აფექტში მოხდა. ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ახლა ჩემი რძალი მიდის და ნოტარიულად დამოწმებულ განცხდებას შეიტანს, რომ პრეტენზია არ გააჩნია.” – განაცხადა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას.

შსს-ს ინფორმაციით, კოდუა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები