LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჭირდება, დაახლოებით, 3-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რომ გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ: გამყრელიძე

49
Untitled design (3)

“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა დღიური რაოდენობა 1000 ზე მეტია, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებაში, რაც გვჭირდება,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცენტრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, საჭიროა დაახლოებით, 3-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რათა ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას:

“თუ არ იქნა რადიკალური ზომები მიღებული და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება.

აცრილია 20 622 ადამიან. მიუხედავად იმისა, რომ 1000 ზე მეტია აცრილთა რაოდენობა, ეს მაინც მცირეა იმასთან მიმართებაში, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით, 3-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ ქვეყანაში, ანუ დაახლოებით, თუ გვექნება ამდენი აცრა, მაშინ მარტ-აპრილ-მაისში გვეყოლება ქვეყანაში 200 000-დან 300 000-მდე ერთჯერადად აცრილი და დაახლოებით 50 000-მდე ორჯერადად აცრილი.

ამისთვის ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ სამ თვეში დაახლოებით აცრის ამ მაჩვენებელზე გავიდეთ. მასობრივი აცრები ჩვენთან, დიდი ალბათობით, დაიწყება ივლისში, როცა გვექნება შესაბამისი დოზები, სულ მცირე მარაგში გვექნება ყოველთვის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის.” – განაცხადა გამყრელიძემ.

17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს - გამყრელიძე

"არის პირველი ნიშანი იმის, რომ შესაძლოა, ვირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს".

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რეკომენდაციები დაიცვან და აღნიშნა, რომ კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო.

“ყველამ დავიცვათ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ, ეს არის ხუთი: პირბადის უნივერსალური ტარება, დისტანცია, სანიტარული წესრიგი, დიდი თავყრილობების თავის არიდება და იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება”.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, 17 კლასტერი რომელიც საქართველოშია, წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო.